ხორციანი ბლინები - ბლინჩიკები
ინგრედიენტები
ბლინისთვის
გულსართისთვის
მომზადების წესები:
მომზადების წესები:
კარგად ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ 3 ჭიქა ცივი წყალი, 2 ჭიქა ფქვილი და ისევ ავთქვიფოთ, ბოლოს დავუმატოთ მწიკვი მარილი და 1 სუფრის კოვზი ზეთი. გავაჩეროთ 10 წუთი და გამოვაცხოთ ბლინის ტაფაზე. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით (მე გამოვიყენე ბლინის ელექტროო საცხობი) გამოდის დაახლოვებით 30 ბლინი.
გულსართი ბლინისთვის:
ნახევარი კილო საქონლის ხორცი მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ტაფაში მოვშუშოთ 1 საშუალო ზომის ხახვი, დავუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი უცხო სუნელი, დაფქული ქონდარი, მწარე წიწაკა და მარილი, შემდეგ ცალკე მოხარშული ბრინჯი, თუ მასა სქელია გავათხელოთ თავისივე ბულიონით და ბოლოს ჩავაჭრათ წვრილად დაჭრილი ქინძი. გულსართად შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ყველი ან ხაჭო.
FACEBOOK კომენტარები