მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ქათმის ჩიხირთმა

ინგრედიენტები

მომზადების წესები
კარგად გარეცხილი და გასუფთავებული ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და კარგად მოვხარშოთ. მოხარშული ქათამი ბულიონიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ მარილი.
ხახვი წვრილად დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში ან ერბოში. დავამატოთ პურის ფქვილი და ვშუშოთ 3-4 წუთი. შემდეგ კი დავასხათ ქათმის ბულიონი, წამოვადუღოთ და ხშირ-ხშირად ვურიოთ. ცალკე ჭურჭელში გავთქვიფოთ იმდენი კვერცხის გული, რამდენ კაცზეც არის გათვალისწინებული ბულიონი და ნელა ჩავუშვათ წვენში, თან გამუდმებით ვურიოთ. როგორც კი შევამჩნევთ, რომ ადუღებას აპირებს, ჩავამატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი.
სუფრაზე მიტანისას დავაწყოთ დაჭრილი ხორცი და დავასხათ ჩიხირთმა.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები