ფორთოხლის კექსი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
რძეს დავასხათ ზეთი, დავახალოთ 2ცალი კვერცხი, ჩავყაროთ შაქარი, ვანილი, დავამატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და კარგად ავთქვიფოთ.
დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დავამატოთ ფორთოხლის ცედრა და წვენი, ასევე კონიაკი და გავაგრძელოთ თქვეფა. ცომი უნდა გამოგვივიდეს არაჟნის სისქის.
ჩავასხათ ფორმაში და შევსვათ გახურებულ ღუმელში 180°-ზე. ვაცხოთ 40-50 წუთი.
ზემოდან მოვრთოთ სურვილის და გემოვნების მიხედვით.
FACEBOOK კომენტარები