სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით
ინგრედიენტები
ფენებისთვის
შოკოლადის გლაზურისთვის
კრემისთვის
მომზადების წესები:
თასში მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, ნიგოზი, კაკაო, ზეთი და ბოლოს დავუმატოთ გაზიანი წყალი(უმჯობესია ნაბეღლავი). კარგად მოვურიოთ, დავასხათ საცხობ ფორმაზე და გამოვაცოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთის გამნავლობაში.
შოკოლადის გლაზური:
3 სუფრის კოვზი კაკაო, 40 გრამი მარგარინი, 8 სუფრის კოვზი წყალი და 3 სუფრის კოვზი შაქარი, ეს ყველაფერი ერთად შევურიოთ, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 7 წუთი და მოვასხაათ ნამცხვარს ზემოდან, შემდეგ კი მოვრთოთ სურვილის მიხედვით
კრემი:
ნახევარი ლიტრი წყლის, 1 ღვინის ჭიქა შაქარის და 1 ღვინის ჭიქა ფქვილისგან მოვხარშოთ ფაფა. როდესაც შეგრილდება დავუმატოთ 125 გრამი მარგარინი და ვანილი. კარგად ავთქვიფოთ და წავუსვათ ნამცხვარს.
FACEBOOK კომენტარები