ფუნთუშა - "პონჩიკი" შოკოლადით
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ შაქარი, ათქვეფილი კვერცხი და ვაცადოთ ცოტახანი. შემდეგ ეს მასა დავასხათ ჯამში მოთავსებულ ფქვილს, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, მარილი, ზეთი და მოვზილოთ ცომი. ზელვისას ხელები დავისველოთ ზეთში, შემდეგ დავასვენოთ ცომი 1 საათით. როცა ამოვა კვლავ გადავზილოთ და კვლავ დავასვენოთ მეორედ ამოსვლამდე.
კრემისთვის ავადუღოთ 0.5 ლიტრი წყალი. ცალკე ჯამში 0.5 ჭიქა შაქარი და 0.5 ჭიქა ფქვილი ავურიოთ და ცოტა წყალი დავასხათ, შემდეგ ნელ-ნელა ჩავასხათ მდუღარეში და ვურიოთ. ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ, სანამ ფქვილის გემო არ გაქრება და დავუმატოთ ვანილი.
ამოვიღოთ პატარა ცომის გუნდები და გავაბრტყელოთ ხელით. დავადოთ კრემი, მოვახვიოთ და მივცეთ პონჩიკის ფორმა. შემდეგ შევწვათ ზეთში და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
FACEBOOK კომენტარები