ზაფხულის ტოლმა ცხვრის ხორცით
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, თავისი ქონით, ნაჭრებად დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, პილპილი, ბრინჯი, მარილი და კარგად ავურიოთ.
მწიფე პამიდორი დავჭრათ, წამოვადუღოთ 9-10 წუთი და გავხეხოთ საცერზე. საშუალო ზომის ბადრიჯანს მოვაჭრათ თავი, ჩავჭრათ ერთი მხრიდან, ამოვაცალოთ თესლი, ჩავაყაროთ ცოტა მარილი.
ბულგალური წიწაკას მოვაჭრათ ზედა თავი, ამოვაცალოთ თესლი და გავთუთქოთ მდუღარე წყალში. მწიფე, მაგარი, საშუალო ზომის პამიდორი გავრეცხოთ ცივი წყლით, მოვაჭრათ თავი, ამოვაცალოთ თესლი, ისე რომ მისი მთლიანობა არ დაირღვეს და ჩავაყაროთ ცოტა მარილი.
ვაშლი გავფცქვნათ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. გამზადებული ბადრიჯანი, წიწაკა და პამიდორი ამოვავსოთ წინასწარ მომზადებული ხორცით და თავ-თავისი სახურავი დავახუროთ.
სუფთა ქვაბის ფსკერზე მოვათავსოთ რბილი ხორცისაგან გამოცლილი ძვლები, ფენებად დავაწყოთ გამზადებული ბადრიჯანი, შემდეგ ვაშლი, წიწაკა, ვაშლი და შემდეგ ფენად პამიდორი. დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.