მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ბადრიჯანი ნიგვზით თანამედროვე ინტერპრეტაციით

ინგრედიენტები



გულსართისთვის







მოსართავად

მომზადების წესები:
გავრეცხოთ ბადრიჯანი და დავჭრათ სასურველ ფორმებად(მე დავჭერი მრგვლად). მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 10 წუთი. შემდეგ გავწუროთ და დავაწყოთ კარგად გახურებულ ზეთიან ტაფაზე. დავბრაწოთ ორივე მხრიდან. დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცზე რათა დაიწუროს ზედმეტი ცხიმისგან.

მანამდე მოვამზადოთ გულსართი შემდეგნაირად: მოვათავსოთ თასში გატარებული ნიგოზი, დავუმატოთ თბილი წყალი, ძმარი. ხოლო ზაფრანა, უცხო სუნელი, დაჭყლეტილი ნივრის კბილი ან ნივრის ფხვნილი, პილპილი, ძმარი და მარილი გემოვნებით. ავურიოთ კარგად და წავუსვათ ბადრიჯანს ორივე მხრიდან. სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ სურვილისამებრ. მე გამოვიყენე წითელი ბულგარული, მწვანე ქინძი და ხახვის რგოლები.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები