მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ჰაეროვანი კექსი ფერადი შიგთავსით

რეცეპტი

მომზადების წესები:
შაქარი და კარაქი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, პუდინგის ფხვნილი, ვანილი, კონიაკი, ნაღები, ფორთოხლის ცედრა და ფქვილი.

გავყოთ ცომი სამ ნაწილად., შემდეგ ერთ ნაწილში ავურიოთ ქიშმიში და კურაგა. ცომის მეორე ნაწილს კი შევურიოთ კაკაო. ზაფრანა და შაქრის პუდრა დავნაყოთ, დავასხათ 1 ს/კ. მდუღარე წყალი და 3-4 წუთი თბილად გავაჩეროთ, შემდეგ დავუმატოთ ცომის მესამე ნაწილს.

კექსის ფორმას აუცილებლად წავუსვათ ცოტა ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილიც. შემდეგ მასში მოვათავსოთ პირველ რიგში კაკაოიანი ცომი, კაკაოიან ფენას ზემოდან დავუმატოთ კურაგიანი ცომის მასა და ფრთხილად გადავანაწილოთ.

სულ ბოლოს ფორმაში მოვათავსოთ ზაფრანიანი ცომი, ვეცადოთ თანაბრად გადავანაწილოთ და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფერდება.

იმის მისახვედრად გამომცხვარია თუ არა ნამცხვარი, შუაგულში ჩავურჭოთ ხის ჩხირი ან ასანთის ღერი. თუ არ ამოყვა ცომი და მშრალი ამოვიდა, ესე იგი კექსი მზადაა. გარდა ამისა, გამომცხვარი კექსი ზემოდან მუქი ოქროსფერი უნდა იყოს.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები