მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ფეიხოას ჩიზქეიქი

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ორცხობილა ჩავყაროთ ჩოფერში და დავაქუცმაცოთ. ჩავამატოთ დამდნარი კარაქი და დავატრიალოთ ერთხელ კიდევ.

ჩავყაროთ ორცხობილა ფორმაში(ფორმას გვერდები უნდა ეხსნებოდეს) და ჩავპრესოთ. შევდოთ მაცივარში 30წუთით.

დავაბლენდეროთ ფეიხოა თაფლთან ერთად, ჩავასხათ თასში და დავამატოთ არაჟანი, ჩია და ვანილი. კარგად მოვურიოთ.

ცალკე ჯამში ჩავყაროთ ჟელატინი, დავასხათ 30 მილილიტრი წყალი და გავაცხელოთ, ისე რომ ბოლომდე გაიხსნას ჟელატინი. ჩავასხათ გამდნარი ჟელატინი არაჟნის მასაში, მოვურიოთ და ეს სველი მასა დავსახათ ორცხობილას ფორმაში. გადავაფაროთ ვაკუუმი და გავაჩეროთ მაცივარში 7-8 საათი. რომ გამოვიღებთ, მოვახეხოთ ზემოდანაც ფეიხოა.

გამოდის სასწაულად არომატული და გემრიელი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები