მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

მწვანე ლობიო მაკარონით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
მოვხარშოთ მწვანე ლობიო და მოხარშულს გადავუწუროთ წყალი, ასევე მოვხარშოთ მაკარონიც.

დავჭრათ ხახვი და ჩავყაროთ ზეთიან ტაფაში, დავაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი და მოვხრაკოთ. კანგაცლილი პომიდორი გავხეხოთ და ჩავასხათ ტაფაში, დავამატოთ უცხო სუნელი, პაპრიკა, დაღერღილი წიწაკა და შაქარი, წამოვადუღოთ და ჩავყაროთ მოხარშული მაკარონი. ამოვურიოთ კარგად და დავამატოთ მწვანე ლობიო.

დავაჭრათ ქინძი, რეჰანი, ოხრახუში. დავაყაროთ მარილი, პილპილი, გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი, რომ გემოები გაუჯდეს. მირთმევის წინ მოვახეხოთ ყველი. მერწმუნეთ, ნამდვილად ისიამოვნებთ ამ უგემრიელესი სადილით.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები