მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ყაბაყის სალათა

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
დავჭრათ საჭრელით ღერებად ყაბაყი, სტაფილო და კიტრი. ყაბაყს დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 20 წუთი. შემდეგ გავწუროთ და ავურიოთ კიტრთან და სტაფილოსთან ერთად.
დავჭრათ ხახვი და მოვხრაკოთ ზეთში, დავაჭყლიტოთ ნიორი. შემდეგ საწურში ჩავყაროთ, რომ დაიწუროს. გამოწურული ზეთი შევინახოთ, დავასხათ ძმარი, დავაყაროთ შაქარი, უცხო სუნელი და ხმელი ქინძი. კარგად ავურიოთ და დავასხათ სალათს, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავაჭრათ ქინძი და ოხრახუში. შევდოთ მაცივარში 3 საათი და მივირთვათ.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები