მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

მაკარონის ნიჟარები ფარშით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მარილი, მოვურიოთ, ჩავყაროთ მაკარონიც და მოვხარშოთ.

მოვხარშოთ ხორცი და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავჭრათ ხახვი და ნიორი, დავყაროთ ზეთიან ტაფაზე და მოვხრაკოთ. დავაყაროთ გატარებული ხორცი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი, პილპილი, მარილი, უცხო სუნელი, ცოტაოდენი ხმელი ქონდარი და დაღერღილი რეჰანი. კარგად ამოვურიოთ და ვშუშოთ 5 წუთი. ძალიან მშრალი რომ არ გამოგვივიდეს, შეგვიძლია ცოტაოდენი ხორცის ნახარში დავასხათ.

წინასწარ მოხარშული მაკარონის ნიჟარები გავტენოთ გულსართით. დავალაგოთ თეფშზე და ზემოდანაც მოვაყაროთ მწვანე ხახვი, დაჭრილი ბულგარული, ოხრახუში, პილპილი და მოვასხათ ცოტაოდენი მაიონეზი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები