მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ბადრიჯანი კორეულად

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
გავთალოთ ბადრიჯანი და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 30წთ. შემდეგ გავწუროთ კარგად და შევწვათ. დავყაროთ ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს.
დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ დაჭყლეტილ ნიორთან ერთად. დავჭრათ ბულგარული წიწაკა და სტაფილო გრძლად და ჩავყაროთ ტაფაში, რომ ოდნავ მოითუშოს.

ჩავყაროთ ჯამში შემწვარი ბადრიჯანი და დანარჩენი ოდნავ მოთუშული ბოსტნეული, მოვაყაროთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, პილპილი, მარილი, სეზამის მარცვლები, შაქარი, მოვასხათ ძმარი და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი და რეჰანი. კარგად ამოვურიოთ და შევდოთ მაცივარში 3 საათი, რომ გემოები გაუჯდეს და მივირთვათ.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები