მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ყაბაყის მწნილი

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ჩავალაგოთ ქილაში ყაბაყი, შემოვულაგოთ გვერდებზე სტაფილოს, ხახვის, ბულგარული წიწაკის ნაჭრები. ჩავაყოლოთ ნიორი, დაფნის ფოთოლი, ხმელი კამის ღერო, პილპილის მარცვლები, პომიდორი. დავასხათ ძმარი, დავაყაროთ შაქარი და მარილი. ბოლოს დავასხათ წყალი პირამდე.

ჩავდგათ ღრმა ქვაბში, ჩავასხათ წყალი ისე რომ ქილა რომ პირამდე დაიფაროს. ადუღებიდან დავნიშნოთ 5 წუთი და დავასტერილოთ.
შევფუთოთ ტილოთი. რომ შეგრილდება, გადავიტანოთ ბნელ და გრილ ადგილას.

მერწმუნეთ, ამ უგემრიელესი, ხრამუნა და არომატული მწნილით ნებისმიერ სეზონს ისიამოვნებთ.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები