მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

პიცა ტოსტის პურით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ვიღებთ ტოსტის პურს და ვუსმევთ ტომატ პასტას ან მაიონეზს. მეტი სიფერადისთვის, ბავშვების წასახალისებლად, მე მაიონეზში გავურიე კურკუმა და მივიღე ყვითელი სოუსი, ნარინჯისფერი კი მაიონეზის და ტომატ პასტის შერევის შედეგად. მეტი გემოსთვის მაიონეზისა და მდოგვის შერევაც შეგვიძლია, ეს თქვენი გემოვნების საკითხია. ასევე სოუსებში ძალიან მომწონს და ვურევ ყოველთვის ნივრის ფხვნილს. ზემოდან ვალაგებთ მაცივარში რაც მოგვეპოვება სოსისი იქნება, შაშხი თუ ძეხვი. ვაყრით დაჭრილ ხახვს, პომიდორს, ბულგარულს, ვახეხავთ ყველს, ბოლოსკენ კი მოვაყრით ორეგანოსა და პილპილს. დავალაგოთ ზეთმოსმულ ტაფაზე, შევსვათ ღუმელში და ვაცხოთ 5 წუთს. დილისთვის მშვენიერი დასაწყისია და თან უმარტივესი მოსამზადებელი. ინგრედიენტების რაოდენობა კი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ განსაზღვროთ.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები