მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ქათმის, ინდაურის, იხვის, ბატის ან სხვა ფრინველის საცივი

რეცეპტი

მომზადების წესები:
მომზადების წესები
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. ამოვიღოთწვენიდან, მოვაყაროთ მარილი, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.

ბულიონს ცხიმი მოვხადოთ და შიგ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

ნიგოზი, ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა, მიხაკი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი კარგად დავნაყოთ, დავამატოთ ძმარი, გავხსნათ ბულიონში და დავასხათ მოშუშული ხახვს.

ნიგვზის რაოდენობა შეიძლება შევამციროთ, თუ წვენს დავუმატებთ ორ-სამ სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილს, წვნიანისთვის სისქის მისაცემად.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები