მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ტოსტი კვერცხით და ყველით

რეცეპტი

მომზადების წესები:
მომზადების წესები
ავიღოთ ტოსტის პურის ნაჭერი ან ნებისმიერ ქარხნულ პურს მოვაჭრათ საშუალო ნაჭერი. კოვზის დახმარებით დავუტკეპნოთ პურის ნაჭერს შუა ადგილი, რათა კვერცხი ჩაეტიოს და გვერდებზე არგადმოვიდეს. 
დავდოთ პურის ნაჭერი საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც ცოტაოდენი კარაქი ან ზეთს წავუსვავთ, იმისათვის რომ არ მიიკრას და აღება გაგვიმარტივდეს. (ასევე შეგვიძლია ტოსტერში გავაკეთოთ ანალოგიური, მხოლოდ ტოსტერის ქვედა მხარეს წავუსმევთ ზეთს).
შემდეგ მოვაყაროთ პურს ზემოდან მარილი და დაფქვილი შავი პილპილი გემოვნებით, შუაში ჩავახალოთ კვერცხი და გარშემო კი მოვაყაროთ გახეხილი ყველი გემოვნებით.

შევდოთ საცხობ ღუმელში საჭუალო ტემპერატურაზე, ისე რომ არ დაიწვას და 3-4 წუთში გამოვიღოთ. ტოსტერის შემთვევაში კი შეგვიძლია 2–3 წუთი გავაჩეროთ.


გიორგი გვასალია
გიორგი გვასალია
ავტორი
გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები