ლავაში ყველითა და შაშხით
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
გულასართისთვის გახეხილი ყველი და დაკუწული ზეთისხილი ავურიოთ. გრძლად დაჭრილ ლავაშში ჩავდოთ გულსართი და დავადოთ ასევე გრძლად დაჭრილი შაშხის ფენა. გადავახვიოთ ბლინჩიკისებურად, ამოვავლოთ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი საფანელში. სამკუთხედების შემთხვევაში კი გრძლად დაჭრილ ლავაშის კიდეზე დავდოთ გულსართი შაშხის ფენა და გადავკეცოთ ისე, რომ მივცეთ სამკუთხედის ფორმა. დავალაგოთ გახურებულ ცხიმმოსხმულ ტაფაზე და შევბრაწოთ ორივე მხრიდან. ბოლოს მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, რომელიც ძალიან უხდება. ძალიან ხრაშუნა გამოდის, უმარტივესია და თან ძალიან გემრიელი.
FACEBOOK კომენტარები