ლულა ქაბაბი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა და ხახვი ორჯერ გავატაროთ. შევაზავოთ მარილით, კოწახურით, პილპილით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ.
დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე.
ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური ან კოწახური ცალკე მივიტანოთ.
რაც მთავარია, ფორმის მიცემის დროს კარგად რომ შეიკრას, ეცადეთ ჰაერი არ შეგყვეთ, ამ შემთხვევაში არც დაიშლება. ასევე ცხვრის გარდა შეიძლება სხვა ხორცის ფარშის გამოყენებაც.
FACEBOOK კომენტარები