ქათმის კატლეტები პურით
რეცეპტი
მომზადების წესები
რძეში დამბალი, შემდეგ კი გაწურული პური და ხახვი, გავატაროთ ხორცსაკეპში ან დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ხორცის ფარშს, შევკაზმოთ პილპილით, მარილით და პაპრიკით გემოვნებით, ავურიოთ კარგად.
წავუსვათ ღუმელის ფირფიტას ზეთი, დაისველეთ ხელები ცივ წყალში და ფარშს მივცეთ კატლეტის ფორმები. შემდეგ კი დაალაგეთ ფირფიტაზე. შევწვათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
ამასობაში კი მოვამზადოთ სოუსი: არაჟანში აურიეთ ტომატპასტა, პაპრიკა, ხმელი სუნელი და მარილი. თუ სოუსი სქელი გამოვიდა, შეგვიძლია გავათხელოთ ცოტაოდენი წყლით. მოვასხათ კატლეტებს მიღებული სოუსი და შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ 20-25 წუთი.
ძალიან გემრიელი, ნაზი და დაბრაწული კატლეტები მზად არის.
FACEBOOK კომენტარები