მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ნიგვზის და შოკოლადის ნამცხვარი

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
რძე,ზეთი, შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ. დავამატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, მწიკვი მარილი, ვანილი, კონიაკი. დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. გავთქვიფოთ კარგად.უნდა მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი!

ჩავასხათ ცომის ნახევარი ცხიმწასმულ ფორმაში. მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი და  შოკოლადის ნატეხები. დავასხათ დარჩენილი ცომი. ზემოდანაც გავაფორმოთ ნიგვზით და შევსვათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160°-ზე. ვაცხოთ 50 წუთი! მოვაყაროთ შაქრის პუდრა(სურვილისამებრ).

გამოდის უფაფუკესი და უგემრიელესი! ნებისმიერ დღესასწაულს მოუხდება ისეთი გემრიელი და  ლამაზია.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები