ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
ჩავყაროთ დამტვრეული ორცხობილა(პეჩენია) და ნიგოზი ჩოფერში. კარგად დავაქუცმაცოთ და დავასხათ გამდნარი კარაქი, შევაზილოთ და გავაბრტყელოთ ფორმაში. ფორმა დაგვჭირდება ისეთი, გვერდები რომ ეხსნება და თუ არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოლგის ქაღალდი. ფორმამიცემული ორცხობილა შევდოთ მაცივარში სანამ კრემს მოვამზადებთ.
კრემისთვის - ცალკე არაჟანი და 40 გრამი შაქრის პუდრა გავთქვიფოთ. ბლენდერში ჩავყაროთ ხაჭო და დავაყაროთ დარჩენილი 40 გრამი შაქრის პუდრა, ვაბლენდეროთ სანამ კრემოვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ დავასხათ არაჟნის მასა, დავახეხოთ ლიმნის ქერქი, დავამატოთ ვანილი. ცალკე გავხსნათ 2 ჩაის კოვზი ჟელატინი, 60 მლ თბილ წყალში, კარგად რომ გაიხსნება დავასხათ არაჟნისა და ხაჭოს მასას და კიდევ დავაბლენდეროთ. შეგიძლიათ მიქსერი გამოიყენოთ ბლენდერის ნაცვლად, მე ბლენდერს ვამჯობინებ. გამზადებულ მასას ვასხავთ ფორმაში ორცხობილას. შევდოთ მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, ამოვიღოთ ფორმიდან და მოვრთოთ სურვილისამებრ.
ზაფხულში ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს ყვავილების სახითაც, ბოლოს ვაყრით შაქრის პუდრას. უგემრიელესია და სასარგებლოა.