ფხვიერი ორცხობილები
ინგრედიენტები
გულსართისთვის
მომზადების წესები:
ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი შევაზილოთ ერთმანეთს, დავახალოთ კვერცხი და გავთქვიფოთ მიქსერით. ზედ დავაცრათ სიმინდის სახამებელი და ფქვილი, დავაყაროთ ვანილი. კარგად ავურიოთ და ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთ გუნდას კი შევაზილოთ კაკაო. თეთრი და შავი გუნდები გავყოთ 6-6 ნაწილად(სულ დაახლოებით 6 ცალი ორცხობილა გამოდის).
მოვამზადოთ გულსართი - გატარებულ ნიგოზს შევურიოთ შაქარი და ვანილი.
მეგობრებო, სახლში ალბათ ყველას მოგვეპოვება ფორთოხლის პლასტმასის ხელის საწური.(თუ არ გვაქვს, არც ეგაა პრობლება, ხელით შევაერთოთ თეთრი და შავი გუნდები, გავაბრტყელოთ და ჩავუდოთ ნიგვზის გული, შევკრათ და ძირზე მოვუქციოთ ეს მხარე) საწურის თავი ამოვატრიალე, ჩავფინე ცელოფანი, ერთმანეთს მივადე თეთრი და შავი ცომი და ხელით ჩავაწექი საწურში, რომ მიეღო ლამაზი ფორმა. ჩავაყარე ნიგვზის გული და დავუფარე ძირი ცომით, ამოვიღე ცელოფნის დახმარებით, ასე გავიმეორე 6-ჯერ და დავალაგე თეფშზე მზა ორცხობილები. შევდე მაცივარში 1 საათით. გამოვიღე მაცივრიდან, დავალაგე საცხობ ტაფაზე.
გავახურე ღუმელი და შევდე შუა თაროზე საშუალო ცეცხლზე. ცხვება 15 წუთში. გამოვიღოთ, შევაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
უფხვიერესია და ძალიან გემრიელია რძესთან, ყავასთან და ჩაისთან ერთად.