გამომცხვარი ჩიზქეიქი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
ჩავყაროთ ჩოფერში ორცხობილა და ნიგოზი დავაქუცმაცოთ, შევურიოთ გამდნარი კარაქი. ფორმა დაგვჭირდება 18 სანტიმეტრიანი, გვერდები რომ ეხსნებოდეს ისეთი(მე გულის ფორმა გამოვიყენე). ჩავყაროთ ზეთწასმულ ფორმაში და გადავანაწილოთ, ამოვოყვანოთ გვერდებზე ჭიქის დახმარებით. შევდოთ მაცივარში 20 წუთით, მანამ კი გავამზადოთ კრემი.
კრემისთვის - ავიღოთ ოთახის ტემპერატურის ახალი მშრალი ხაჭო და გავთქვიფოთ შაქართან ერთად, შეგვიძლია ჩოფერი გამოვიყენოთ, მეტად კრემოვანი მასა რომ მივიღოთ. დავამატოთ არაჟანი ასევე ოთახის ტემპერატურის, ვანილი, სიმინდის სახამებელი, ლიმნის წვენი და ცოტა ცედრა. კარგად ავთქვიფოთ და შემდეგ უკვე ხელით შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი, სათითაოდ. ამ მიღებულ მასას ვასხავთ ფორმაში და შევსვავთ ღუმელში 160 გრადუსზე ზედა თაროზე. დროდადრო ვამოწმოთ, ისე რომ არ გამოვაღოთ ძალიან არ დაგვებრაწოს, ოდნავ რომ შეყვითლდება მზადაა.
თუ ზედაპირი დაუსკდა გამოვიღოთ და 100 გრამი არაჟნის, 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრის და ლიმნის ცედრის მასა გადავუსვათ. 10 წუთით ისევ შევსვათ ღუმელში, გამოვრთოთ გაზი, შემდეგ ოდნავ შევაღოთ კარები და ასე დავტოვოთ 30 წუთით. გამოვიღოთ, შევაგრილოთ და მოვრთოთ სურვილისამებრ, გავაჩეროთ მაცივარში 8 საათით. ამაზე გემრიელი და სასარგებლო ზაფხულის დესერტი არ არსებობს.