მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

შოკოლადის კექსი კრემით და მთლიანი ბანანით

ინგრედიენტები





კრემისთვის

მომზადების წესები:
თასში ჩავყაროთ ფქვილი, კაკაო, სოდა, გამაფხვიერებელი, ვანილი და ავურიოთ კარგად.

ცალკე მიქსერით გავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად, დავასხათ მაწონი ზეთი და ვთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილის მასა და მიქსერით გავაგრძელოთ თქვეფა. თუ ცომი ძალიან გასქელადა, შეგვიძლია რძით გავათხელოთ, არაჟნის სისქის რომ მივიღოთ.

ჩავასხათ ზეთმოსმულ მართკუთხედ ფორმაში. შევსვათ გახურებულ ღუმელში შუა თაროზე საშუალო ცეცხლზე. ვაცხოთ 50 წუთი.

მანამ გავაკეთოთ კრემი - რძეში ჩავყაროთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი და შაქარი. კარგად გავხსნათ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ. რომ ადუღდება ჩავაგდოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ჩავყაროთ ვანილი, მოვურიოთ კარგად და შევაგრილოთ.

კექსი რომ გამოცხვება, შევაგრილოთ და ამოვაჭრათ გული მთელს სიგრძეზე. შევინახოთ ამოჭრილი ნაჭრები და დავაბლენდეროთ ან ხელით დავფხვნათ ზემოდან მოსაყრელად. კექსს ამოჭრილ ადგილას ჩავუდოთ მთლიანი ბანანი და ჩავასხათ კრემი. ზემოდან მოვაყაროთ უკვე გამზადებული ნაფხვენი.

მერწმუნეთ, გამოდის ძალიან გემრიელი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები