მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ზებრა მაფინები

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
რძე კვერცხი, შაქარი და ვანილი გავთქვიფოთ, დავასხათ ზეთი, არაჟანი და ავთქვიფოთ კარგად. ფქვილში გავურიოთ გამაფხვიერებელი და დავაყაროთ სველ მასას. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ნახევარ ცომს დავაყაროთ კაკაო. კაკაო ცომს გაასქელებს, ამიტომ დავასხათ 3 სუფრის კოვზი რძე და კარგად ავურიოთ.

მაფინის ფორმებს წავუსვათ ზეთი და დავიწყოთ ცომის ჩასხმა .ცომი ვასხათ სუფრის კოვზით მონაცვლეობით. ჯერ ერთი სუფრის კოვზი თეთრი ცომი შემდეგ- შავი. გამოდის დაახლოებით 10 ცალი მაფინი. ბოლოს შეგიძლიათ შოკოლადის ნამტვრევებიც მოაყაროთ. შევსვათ გახურებულ ღუმელში შუა თაროზე საშუალო ცეცხლზე და ვაცხოთ 20 წუთი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები