რის მიხედვით შევარჩიოთ ბოსტნეული და მწვანილი, რომ იყოს გემრიელი და ახალი
1) ყვავილოვანი კომბოსტო უნდა შევარჩიოთ საშუალო თავი, ირგვლივ არსებული ფოთლები არ უნდა იყოს მაგარი, ყვავილები რაც უფრო მჭიდროდ აქვს და თეთრი ფერისააა კომბოსტო მით უფრო კარგი ხარისხისაა.
2) ისპანახს არ უნდა ჰქონდეს მაგარი ღეროები და ფოთლებზე წინწკლები, მას უნდა ჰქონდეს მწვანე და ქორფა ღეროები და ფოთლები.
3) მწვანე ლობიო ქორფააა თუ ის ადვილად ტყდება და გვერდზე არ აქვს ძაფები, გულში კი ნახევრადგანვითარებული მარცვლები.
4) კარგი ხარისხის კომბოსტოს ფოთლები მჭიდროდ უნდა ჰქონდეს ერთმანეთზე მიკრული, ის უნდა იყოს თეთრი, ოდნავ მომწვანო ფერის.
5) ბოლოკი უნდა იყოს წითელი, შიგნიდან თეთრი გულით. თუ ის ფუყეა ე.ი არ ვარგა.
6) კიტრი რაც შეიძლება პატარა ზომის უნდა შევარჩიოთ ქორფა და გემრიელი რომ იყოს, დამწიფებული ზედმეტად წვნიანი და უგემურია.
7) კარტოფილს უნდა ჰქონდეს თხელი კანი, იმისთვის რომ გავიგოთ კარტოფილი კარგი ხარისხისაა თუ არა, ის უნდა გავჭრათ შუაზე, წავუსვათ ნაჭრები ერთმანეთს, თუ აქაფდა ე.ი კარტოფილი კარგი ხარისხისაა.
8) საზამთრო მწიფეა თუ ყუნწი კარგად გამომშრალი აქვს, კანი პრიალა და მკვეთრი ფერის.
9) იმისათვის რომ მწვანილი დიდხანს შევინახოთ და ის ქორფა იყოს, ამისათვის მოვათავსოთ ის მინის ქილაში(არ გავრეცხოთ მწვანილი), დავახუროთ სახურავი, შვინახოთ გრილ ადგილას ან მაცივარში.