მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ორაგული ქინძმარში

ინგრედიენტები

მომზადების წესები:

ორაგულს ან ნებისმიერი ზომის თევზს მოვაჭრათ თავი და კუდი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ.

ქვაბში ჩავასხათ დაახლოებით 1-1.5 ლ წყალი, დავამატოთ 1 მთლიანი ხახვი, პილპილი, დაფნა და წამოვადუღოთ, შემდგომ დავამატოთ მარილიც. ჩავუშვათ ბულიონში თევზის ნაჭრები და ვხარშოთ 5-8 წუთი.


თევზი ფრთხილად ამოვიღოთ და გადავიტანოთ ჭურჭელში, რომელშიც მარინადს დავასხამთ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი.
ცხელი ბულიონის ნახევარი გავწუროთ, შევურიოთ ძმარი და წითელი წიწაკა. დავასხათ თევზს. ვაცალოთ გაციება და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4-5 საათით, უმჯობესია მთელი ღამით.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები