შოკოლადის ტორტი გამოცხობის გარეშე
ინგრედიენტები
კრემისთვის
მინანქარი
მომზადების წესები:
ჯერ მოვხარშოთ შოკოლადის კრემი - ჩავყაროთ ქვაბში სიმინდის სახამებელი, ფქვილი, შაქარი, კაკაო, დავასხათ რძე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. გამუდმებით ვურიოთ, რომ ადუღდება ჩავაგდოთ შოკოლადი, კარაქი, დავამატოთ ვანილი და შევაგრილოთ.
ოთხკუთხედ ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა, რომ შემდგომ ადვილად ამოვიღოთ ტორტი. დავალაგოთ ძირზე 6 ორცხობილა. დავასხათ კრემის ნახევარი, დავალაგოთ ისევ ორცხობილა, დავასხათ დარჩენილი კრემი, დავალაგოთ ისევ ორცხობილა და მოვასხათ არაჟანი. დავალაგოთ ბოლო ფენა და მოვასხათ შოკოლადის მინანქარი, რომელსაც შემდეგნაირად გავაკეთებთ: დავამტვრიოთ შავი შოკოლადი, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ რძე და დავამატოთ კარაქი. ერთი წამოვადუღოთ და მოვასხათ ბოლო ფენას. შევდოთ მაცივარში მთელი ღამით, ტორტი გამოდის ჰაეროვანი და უგემრიელესი.