მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

კაკაო

მომზადების წესები
კაკაო ჩაის ან ყავისგან იმით განსხვავდება, რომ დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან და ცილოვან ნივთიერებებს.

კაკაოს სასმელი ძირითადად მზადდება კაკაოს ფხვნილის, რძისა და შაქრისგან.

თითო ჭიქაზე ავიღოთ ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, ორი-სამი ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, ავურიოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცოტა ცხელი რძე ან წყალი და კარგად ავზილოთ. შემდეგ განუწყვეტლივ კოვზით ვურიოთ და თანდათანობით დავასხათ ზედ ცხელი რძე. დავდგათ ცხელზე, ვადუღოთ და მერე ჩავასხათ ჭიქებში.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები