მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ვაშლის პეროგი

ინგრედიენტები

მომზადების წესები:

2 ცალი კვერცხი, ვანილი და შაქრის პუდრა გავთქვიფოთ. ცალკე თასში ფქვილი და გამაფხვიერებელი შევურიოთ ერთმანეთს და ავსვრიმოთ კარაქთან ერთად. შემდეგ შევაზილოთ ათქვეფილი კვერცხი და მოვზილოთ რბილი ცომი.

ცომის მესამედი შევინახოთ ზემოდან მოსაწვნელად, დანარჩენი ცომი გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ ფორმაში და გავაჩეროთ მაცივარში 30 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ და ჩავასხათ ვაშლის ჯემი, რომელსაც შერეული ექნება 1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი. (სისქისთვის)ზემოდან მორჩენილი ცომი მოვაწნათ.

შევსვათ გახურებულ ღუმელში შუა თაროზე და საშუალო ცეცხლზე. ვაცხოთ 30-35 წუთი. გამოვიღოთ,შევაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ნებისმიერი ხილის  ჯემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ნაცვლად.



გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები