მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ხილის ყინულები

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ხილის ყინულები არა მხოლოდ გემრიელი და გამაგრილებელია, არამედ სასარგებლოც, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ ხილის წვენისა და რბილობისაგან. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს. როდესაც ზაფხულია, ცხელა, გვწყურია, საუკეთესო გზაა გაგრილებისთვის.

ბლენდერში ჩავყრით ნებისმიერ მწიფე ხილს, ვამატებთ თაფლს, ვანილს და ვაბლენდერებთ. ერთნაირად გემრიელია საზამთროს, ნესვის, ჟოლოს, მოცვის, ატამის, კივის რბილობით.

ნაყინის ფორმა თუ არ გვაქვს, ვიყენებთ ყავის ერთჯერად ქაღალდის ჭიქებს, რომელსაც უკვე გაყინულ წვენს ადვილად შემოვახევთ. შეგვიძლია ფორმაში ჩავყაროთ ხილის ნაჭრები და დავასხათ წყლის, თაფლისა და ლიმნის წვენისგან გაკეთებული ლიმონათი. უგემრიელეს ნაყინის რეცეპტს მომდევნო პოსტში შემოგთავაზებთ. მიირთვით და გაგრილდით.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები