მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ორცხობილის რულეტი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები



კრემისთვის

მომზადების წესები:
მოვხარშოთ კრემი შემდეგნაირად - ჩავყაროთ ქვაბში ფქვილი, სიმინდის სახამებელი, შაქარი, კაკაო, დავასხათ რძე და კარგად გავხსნათ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ. რომ ადუღდება ჩავყაროთ შოკოლადის ფილა და კარაქი, დავუმატოთ ვანილი და შევაგრილოთ.

დავფხვნათ ორცხობილა. დავაფინოთ კალკის ქაღალდი ფორმაზე, დავყაროთ დაფხვნილი ორცხობილა და დავასხათ შეგრილებული კრემი. შემდეგ ამოვიყვანოთ ნაღები(მაღალპროცენტიანი) და ესეც გადავანაწილოთ შოკოლადის კრემზე. საიდანაც გადახვევა უნდა დავიწყოთ დავალაგოთ სიგრძეზე დაჭრილი ბანანი და ქაღალდის დახმარებით დავიწყოთ გადახვევა. როდესაც გადავახვევთ, შევდგათ მაცივარში და დავტოვოთ მთელი ღამით. დავჭრათ და მივირთვათ.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები