მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ზოლიანი დესერტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები





კრემისთვის







მინანქარი

მომზადების წესები:
პირველრიგში მოვხარშოთ კრემი - რძეში გავხსნათ კარგად სიმინდის სახამებელი, ფქვილი, შაქარი. დავდგათ ქვაბი დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ, რომ ადუღდება გადმოვდგათ და ჩავაგდოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, ჩავაყაროთ ვანილიც.

თეთრი ფერის ორცხობილას წავუსვათ კრემი, დავადოთ შავი ფერის ორცხობილა და დავალაგოთ ფორმაში სიმაღლეზე. ასე ვუსვათ კრემი თეთრი და შავი ფერის ორცხობილებს მონაცვლეობით, შევავსოთ ფორმა(მე ორ რიგად ჩავალაგე, რადგან ჩემს ფორმაში ჩაეტია). ზემოდანაც გადავუსვათ კრემი. მოვაყაროთ მოხალული მთლიანი მიწისთხილი.

ბოლოს მოვასხათ მინანქარი, რომელსაც ასე გავაკეთებთ - შოკოლადი დავამტვრიოთ, დავასხათ რძე, ჩავაგდოთ კარაქი და ერთი წამოვადუღუთ დაბალ ცეცხლზე.

დასრულებულ ნამცხვარს გადავაფაროთ ვაკუუმი და შევდოთ მაცივარში 2-3 საათით, რომ ჩარბილდეს. არის უგემრიელესი და რაც მთავარია უმარტივესი. ამ ულამაზესი დესერტით თქვენ ნამდვილად შეძლებთ სტუმრების გაოცებას და გემრიელად გამასპინძლებას, ღუმელთან დიდი ხნით დგომის გარეშე.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები