ორცხობილის დესერტი ხაჭოს კრემით და შოკოლადის მინანქარით
ინგრედიენტები
კრემი "1"
კრემი "2"
შოკოლადის მინანქრისთვის
მომზადების წესები:
ავიღოთ დესერტისთვის ქილები, სადაც მოვათავსებთ ჩვენს ინგედიენტებს.
დავფხვნათ ღია ფერის ორცხობილა, ჩავყაროთ ქილებში და დავასხათ შეგრილებული მოხარშული კრემი, რომელსაც შემდეგნაირად გავაკეთებთ:
ჩავყაროთ ქვაბში სიმინდის სახამებელი და შაქარი, დავასხათ რძე, კარგად გავხსნათ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ. რომ ადუღდება, ჩავაგდოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ჩავაყაროთ ვანილი.
დავალაგოთ დაჭრილი ბანანი. შემდეგ მოვაყაროთ მუქი ფერის დაფხვნილი ორცხობილა და დავასხათ ხაჭოს კრემი, რომელსაც ასე გავაკეთებთ:
დავაბლენდეროთ ხაჭო შაქრის პუდრასთან ერთად, როდესაც კრემისებურ მასას მივიღებთ, დავამატოთ არაჟანი, კარგად ავურიოთ.
ჩავყაროთ ჯამში შოკოლადის ფილა, დავასხათ რძე, ჩავაგდოთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ცოტა შევაგრილოთ და მოვასხათ ხაჭოს კრემს.
მზადაა ჩვენი უგემრიელესი დესერტი. გავაჩეროთ მაცივარში 2-3 საათით და მივირთვათ. გამოდის პატარა ზომის 4-5 ქილა.