უგემრიელესი სამსა
ინგრედიენტები
გულსართისთვის
მომზადების წესები:
გავამზადოთ გულსართი - დავკეპოთ ქათმის ფილე და ხახვი, დავაყაროთ მარილი, ძირა და პილპილი. ამოვურუოთ და შევდოთ მაცივარში.
ფქვილს დავაყაროთ მარილი, ჩავახალოთ კვერცხი და დავასხათ თბილი წყალი, მოვზილოთ საშუალო სიმაგარის ცომი. დავასვენოთ 30 წუთი.
დავიწყოთ ცომის გაბრტყელება - მაგიდაზე დავყაროთ ფქვილი(ფქვილში შეგვიძლია სიმინდის სახამებელი შევურიოთ 1/1ზე) ცომი უნდა გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხლად, ცენტრიდან გვერდებისკენ.
კარაქი გავადნოთ და ოდნავ შევაგრილოთ, რომ ადვილად წავუსვათ. კარგად გადავანაწილოთ ცომზე და გადავახვიოთ მჭიდროთ რულეტივით. დავჭრათ 3 სმ-ის ზომის ნაჭრებად. ფენიანი სახის მხრიდან დავაწვეთ ხელის გულით და შევდოთ ნაჭრები ასეთი ფორმით საყინულეში 20 წუთით, რომ კარაქი გამაგრდეს. შემდეგ გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ თხლად.
ჩავუდოთ გულსართი და მივცეთ სამკუთხედის ფორმა(მრგვალებიც ლამაზია) წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გულის და 1 ჩაის კოვზი არაჟნის მასა, მოვაყაროთ შავი სეზამის მარცვლები და შევსვათ გახურებულ ღუმელში შუა თაროზე 200 გრადუსზე. ვაცხოთ 30 წუთი და ზემოდანაც დავბრაწოთ.