მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ჯემიანი ბულკები

რეცეპტი

მომზადების წესები
შემთბარ რძეში ჩავყაროთ შაქარი, მარილი, საფუარი, მოვურიოთ კარგად და გავაჩეროთ 40 წუთი. შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი, კარაქი და ფქვილი.

მოვზილოთ რბილი ცომი და დავდგათ თბილ ადგილას, ორჯერ ჩავზილოთ. შემდეგ კი ამოვიყვანოთ 10 გუნდა და თითოეული გავაბრტყელოთ სამკუთხედის ფორმებად, წავუსვათ ჯემი განიერ ნაწილზე და კარგად გადავახვიოთ კრუასანისებურად, ზემოდან წავუსვათ წყალი და მოვრთოთ სურვილისამებრ.

შეგვიძლია ბოლოს, უკვე გამომცხვარს შაქრის პუდრა მოვაყაროთ. გავაჩეროთ 20 წუთი, რომ ამოვიდეს კიდევ. შევსვათ გახურებულ ღუმელში. 20 წუთში ცხვება და უგემრიელესი გამოდის.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები