მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

პიცა შაშხით ან ლორით

ინგრედიენტები

ცომისთვის







პომიდვრის სოუსი




მოსაყრელად

მომზადების წესები:
მოვზილოთ ცომი - ფქვილს დავაყაროთ შაქარი, მარილი, საფუარი, დავასხათ ზეთი და თბილი წყალი. ვზილოთ ცომი მანამ სანამ ხელზე აღარ გაეკრობა. შევფუთოთ და დავდოთ თბილ ადგილას 1 საათით. როდესაც ცომი ამოვა, გავაკეთოთ გუნდა და დავასვენოთ 20 წუთი.

მოვამზადოთ პომიდვრის სოუსი - დავჭრათ ხახვი წვრილად და მოვშუშოთ ზეთში დავჭყლიტოთ ნიორი და დავასხათ კანგაცლილი, გახეხილი პომიდორი, დავაყაროთ მარილი და პილპილი. ვადუღოთ, სანამ არ გასქელდება.

გავაბრტყელოთ ხელით ცომი ზეთწასმულ ტაფაზე. წავუსვათ შეგრილებული სოუსი და დავაყაროთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. დავალაგოთ შაშხისა და პომიდვრის ნაჭრები ,ზეთისხილი, დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, პილპილი, ორეგანო და ბაზილიკის ფოთლები.

შევსვათ გახურებულ ღუმელში. ჯერ ქვემოდან ვაცხოთ 18-20 წუთი, შემდეგ ზემოდან 5-7 წუთი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები