მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ყაბაყი ნიგვზით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ყაბაყი დავჭრათ სიგრძეზე ძალიან თხლად(შეგვიძლია გამოვიყენოთ კარტოფილის საფრცქვნელი). მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 30 წუთი. მანამდე დავჭრათ ხახვი, ნიორი, წითელი ბულგარული წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი.

მოვასხათ ტაფას ზეთი, დავყაროთ გაწურული ყაბაყი, დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთი, ძალიან რომ არ დარბილდეს. შემდეგ დავუმატოთ გამზადებული დაჭრილი ინგრედიენტები. მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი, უცხო სუნელი, პილპილი, მარილი გემოვნებით. ერთხელ კიდევ ამოვურიოთ და გამოვრთოთ. 


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები