მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ფარშირებული ყაბაყი და პამიდორი

რეცეპტი

მომზადების წესები
დავჭრათ ხახვი წვრილად და მოვათავსოთ ტაფაში ხორცის ფარშთან ერთად, დავასხათ ცოტაოდენი წყალი და ერთად მოვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ მარილი, პილპილი და ქონდარი. ყაბაყი დავჭრათ რგოლებად, ხოლო პამიდვრებს გული ამოვაცალოთ და ორივე ბოსტნეული ფარშით დავტენოთ. მომზადებული ბოსტნეული დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე და შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ნიორი და დაჭრილი ქინძი ბოლოს მოვაყაროთ. ასევე შეგვიძლია ანალოგიურად მოვამზადოთ სხვა ბოსტნეულიც, მაგალითად ბადრეჯანი და ბულგარული წიწაკა.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები