სტაფილო კორეულად
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
გავხეხოთ სტაფილო სპეციალურ სახეხზე გრძლად. ცალკე ტაფაში მოვშუშოთ ხახვი, როდესაც შეწითლდება გადავწუროთ, ხახვი არ გვჭირდება, გამოვიყენოთ მხოლოდ ზეთი, რომელსაც დავუმატებთ ხმელ ქინძს, მარილს, შაქარს, წითელ დაღერღილ წიწაკას, პილპილს, ძმარს და დაჭყლეტილ ნიორს. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ გახეხილ სტაფილოსთან ერთად და შევინახოთ მაცივარში 12 საათი. შემდეგ კი მივირთვათ.
FACEBOOK კომენტარები