მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ახალი კარტოფილი კვერცხით

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
ახალი კარტოფილი დავდგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება გადავწუროთ, გავფრცქვნათ, დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად.
მოვაყაროთ შავი პილპილი, შევაზაოთ დაკეპილი ახალი კამით, ტარხუნით, ოხრახუშით. ამის შემდეგ მოვათავსოთ ტაფაზე, ზემოდან გადავასხათ რძესთან ერთად კარგად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.

როდესაც მზად იქნება, ზემოდან გადავასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ახალი კამა


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები