ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის მწნილი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი დავშალოთ პატარა ნაჭრებად. დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 1 წუთი და დავყაროთ საწურზე.
ჩავყაროთ ქილაში და ჩავამატოთ დაჭრილი სტაფილო, პილპილის მარცვლები.(მე საცდელად ხახვიც ჩავაყოლე და მოუხდა). 3 ლიტრიან ქილას დასჭირდება 3 სავსე სუფრის კოვზი მარილი. დავასხათ ადუღებული და შეგრილებული წყალი.
თუ მალე გვინდა დამჟავდეს, 3 ლიტრიან ქილას დავამატოთ 50 მილილიტრი ძმარი. გამოდის ხრამუნა და უგემრიელესი.
FACEBOOK კომენტარები