მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ხორცი, რომ მომზადების შემდეგ იყოს ჯანსაღი და გემრიელი

1) იმისათვის რომ საქონლის ხორცი იყოს ხარისხიანი და გემრიელი, ის უნდა იყოს წითელი ფერის, ოდნავ მოყვითალო ცხიმით. როდესაც ხორცი ძალიან მუქი წითელია და ყვითელი ქონი აქვს ის უგემური და მაგარია.

2) ხბოს ხორცი გემრიელი და კარგია თუ მას აქვს ღია მოწითალო შეფერილობა და საკმაო სიმსუქნე.

3) ცხვრის ხორცი საქონლის ხორცთან შედარებით უფრო ღია მკრთალი შეფერილობისაა. მოთეთრო ან მოშაო ხორცი არ ვარგა.

4) ღორის ხორცი უნდა იყოს ვარდისფერი, თეთრი და მაგარი ქონით, თუ კანი სქელია და მაგარია, კანსა და ქონს შორის კი მოლურჯო ფერის ხაზები აქვს ღორი ბებერია და ხორციც შესაბამისად მაგარი იქნება.

ასევე აქვე თევზზეც გეტყვით:
5) თევზი ახალდაჭერილი ან ნამაცივრები უნდა ვიყიდოთ, მას არ უნდა ჰქონდეს ჩაცვივნული და ჩალურჯებული თვალები და ლაყუჩები, ლორწოვანი და ამობურცული ზედაპირი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები