მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

უგემრიელესი ტოლმა

ინგრედიენტები

მომზადების წესები:
გავატაროთ ხახვი, ქინძი, რეჰანი და შევურიოთ ფარშს, მოვაყაროთ დაღერღილი წიწაკა, უცხო სუნელი, პილპილი და მარილი. ავურიოთ და დავამატოთ გახეხილი პომიდორი და ნახევრად მოხარშული ბრინჯი.

გავთუთქოთ კომბოსტო, გავაცალოთ ფოთლები და მოვაჭრათ მაგარი ნაწილები. ფოთოლზე დავდოთ ფარში და გავახვიოთ.

ქვაბს ძირი დავუფაროთ კომბოსტოს ფოთლებით, ჩავალაგოთ ქვაბში ტოლმა და ფენა-ფენა მოვაყაროთ მარილი. ბოლოს მოვასხათ წყალი ისე რომ ტოლმას ნახევრად ფარავდეს, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ზემოდან კი გახეხილი პომიდორი, ვხარშოთ სრულ მზაობამდე. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ტომატის პიურე.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები