ჭარხლის კრემ-სუპი
ინგრედიენტები
მომზადების წესები:
მოვხრაკოთ დაჭრილი ხახვი ზეთში ნიორთან ერთად, მოვაყაროთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი, მოვურიოთ და 2 წუთი დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ. მოვხარშოთ ჭარხალი ცალკე, დავჭრათ, ჩავყაროთ ბლენდერში, დავაყაროთ მოხრაკული ხახვი და დავაბლენდეროთ. ჩავასხათ ქვაბში, მოვაყაროთ სვანური მარილი, პილპილი, დაღერღილი რეჰანი, დავამატოთ არაჟანი და ვადუღოთ 2 წუთი. ბოლოს მოვასხათ ლიმნის წვენი ან ძმარი.(სიმჟავე ძალიან უხდება)
ძალიან უხდება მოხარშული კვერცხი, ზეთისხილი, ბოლოკი. თქვენი გემოვნებით გააფორმეთ და მიირთვით. არაჟნით შეგიძლიათ სუფრაზე მიტანის წინაც გააფერადოთ.
FACEBOOK კომენტარები