მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ჩანახი (ქვაბში)

ინგრედიენტები

მომზადების წესები
დავჭრათ ცხვრის დუმა წვრილად და მოვშუშოთ. ამ ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელი ბადრიჯანი, ოთხად გაჭრილი(სიგრძეზე) კარტოფილები, მთელ-მთელი მწიფე პამიდორი.

მოშუშულ დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, რეჰანი, წიწაკა, ოხრახუში, ნიახური, დანაყილი ქინძის თესლი. ეს გულსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დაირღვეს მთლიანობა.

ცალკე შევწვათ წვრილად დაჭრილი ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში თანმიმდევრობით, ფენა-ფენა, ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ ხორცი, დაჭრილი ხახვი, კარტოფლი, პამიდორი, ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი, ზევიდან პამიდორი. დავასხათ გულსართისა და ცხიმის ნარჩენები და 10-15 წუთი ვშუშოთ. მარილს ყველაფერს ცალ-ცალკე ვაყრით შეწვის დროს.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები