სახლში მომზადებული დონატები
რეცეპტი
კრემისთვის
მომზადების წესები:
მომზადების წესები
შემთბარ რძეში ჩავყაროთ საფუარი და გავაჩეროთ 30 წუთით. ცალკე ჩავყაროთ ფქვილი, მარილი, ვანილი, ჩავახალოთ კვერცხი და ავურიოთ. დავამატოთ გაფუებული რძე. მოვზილოთ ცომი ისეთი, ხელს რომ არ ეკრობოდეს. დავდგათ თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს. ჩავზილოთ ერთხელ. ამოსული ცომი გადმოვაგდოთ, გავაბრტყელოთ 1სმ-ის სისქეზე და ამოვჭრათ დონატის ფორმები. (შეგვიძლია დიდი ჭიქით ამოვჭრათ და შუაგული პატარა ჭიქით ამოვუჭრათ) ამოჭრილი ფორმები გავაჩეროთ 30 წუთი, კიდევ რომ ამოვიდეს.
ჩავასხათ ქვაბში 1 ლიტრი ზეთი(უფრო ნაკლებიც შეიძლება) გავაცხელოთ და დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ. ჩავყაროთ იმდენი, რამდენიც ჩაეტევა. ნელა ვაცხოთ ორივე მხარეს, რომ ცომი არ დარჩეს. შევაგრილოთ გამომცხვარი დონატები და სურვილისამებრ მოვრთოთ. შეგვიძლია კრემიც გავუკეთოთ.
კრემისთვის ავთქვიფოთ 1 კვერცხი, შაქარი, შევათქვიფოთ ნელ-ნელა ფქვილი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ. არ დაიკრას. როდესაც გასქელდება გადმოვდგათ და თბილს შევურიოთ კარაქი და ვანილი. შევდგათ მაცივარში ერთი საათი და როდესაც გამოვიღებთ ავთქვიფოთ. კრემი შევუშვათ დონატებში. ზემოდან კი შეგვიძლია მინანქარი(გლაზური) მოვასხათ.
გემრიელად მიირთვით!