სალათი ცეზარი მაიონეზით
რეცეპტი
მომზადების წესები:
მომზადების წესები
მოვხარშოთ ფილე, გადმოვიღოთ და შევაგემოთ სვანური მარილით(უმჯობესია ცხელივე ხორცის შეგემება), შემდეგ კი დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
მოვამზადოთ ასევე სუხარიკი. დავჭრათ პური კუბებად და ამოვავლოთ მასაში, რომელსაც შემდეგნაირად გავაკეთებთ: ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნახევარი კბილი ნიორი და სვანური მარილი. შემდეგ დავყართ ტაფაზე და ვატრიალოთ ისე რომ არ დაიწვას.
მოვათავსოთ თასში გახუხული პური და ფილე, დავახიოთ სალათის ფურცლები. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ ლიმნის წვენი და მაიონეზი, ბოლოს კი დავახეხოთ ყველი და ავურიოთ.
უკეთესია, გაუჯდეს გემოები და შემდეგ 20-30 წუთში მიირთვათ.
კიტრის ჩხირები გასაფორმებლად გამოვიყენე.
გემრიელად მიირთვით!
FACEBOOK კომენტარები