მოამზადე შენს გემოზე

რეცეპტები

ხორცის და კარტოფილის ტეფტელები

ინგრედიენტები

ფარშისთვის



კარტოფილისთვის



სოუსი

მომზადების წესები
გავატაროთ ხორცი, ნიორი, ხახვი, პური, ოხრახუში. შევურიოთ გახეხილი ყველი, კვერცხი, პილპილი, მარილი. გავაკეთოთ კაკლის ზომის ბურთულები და ამოვავლოთ ფქვილში.

მოვხარშოთ კარტოფლი, გავატაროთ, შევაზავოთ მარილით და პილპილით. შევურიოთ კვერცხი, გავაკეთოთ კაკლის ზომის ბურთულები და ამოვავლოთ ფქვილში.

ჩავალაგოთ გამზადებული ბურთულები ცხიმმოსხმულ ტაფაში და გამოვაცხოთ ღუმელში 20 წუთი.

სოუსისთვის მოვხრაკოთ ხახვი, დავახეხოთ ნიორი, დავასხათ წყალში გახსნილი ტომატპასტა, შევაზავოთ პილპილით, მარილით, წითელი წიწაკით. დავამატოთ შაქარი და დაფნა. წამოვადუღოთ და დავასხათ ბურთულებს. ვადუღოთ 2 წუთი და მოვაყაროთ ქინძი.


გაუზიარე მეგობარს
FACEBOOK კომენტარები

მსგავსი რეცეპტიები